გუბაზ სანიკიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, „ქართული ოცნება“ კი ქვებს ესვრის

„ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, „ქართული ოცნება“ კი ქვებს ესვრის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ძალიან დაგვიანებულია და არ იცის რა შედეგს გამოიღებს ეს ნაბიჯები. „რას გამოიწვევს არ ვიცი, რადგან ქართველი ამომრჩეველი ძალიან საინტერესოდ იქცევა, ისე, როგორც არასდროს. ვგულისხმობ იმას, რომ ერის სხეული მაინც ჯანმრთელია. მეორე ტური რომ გამოცხადდა, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, სერიოზული საფიქრალი მაქვს. რადგან „ქართულ ოცნებასაც“ ბევრი აქვს დაშავებული და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ ქვეყნის წინსვლისთვის, რომელი ჯობია. ძალიან სერიოზული შეკითხვაა. სხვათა შორის მე არ მაქვს პასუხი ჯერ. ვაკვირდები არჩევნებამდე, რა მოხდება. არჩევანს ალბათ წინა დღეს გავაკეთებ“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, მეორე ტურისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა „ნაცონალურ მოძრაობას“ აქვს. „ინიციატივა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში, ისინი ზარბაზნებს ესვრიან და „ქართული ოცნება“ ესვრის ქვებს“, - აღნიშნა სანიკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა