ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრები გამართა

ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრები გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ჰონდურასის რესპუბლიკის ელჩს ქრისტა კასტრო ვარელას (რეზიდენციით ქ.ბერლინი) და გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის ელჩს ჯორჯ ვილფრედ ტალბოტს (რეზიდენციით ქ.ბერლინი) უმასპინძლა. არარეზიდენტმა ელჩებმა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

რწმუნებათა საგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ახლად დანიშნულ ელჩებთან და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა ასევე რწმუნებათა სიგელები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო