ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი დამალულია

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის დამალული - მეორე მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალური ამომრჩეველი ორ ცეცხლშუაა. ელისაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ერთ სევდიან ამბავს უწოდებს. “სალომე ზურაბიშვილი დამალეს საერთოდ, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“-ში რომ არის, უპატარძლო ქორწილიაო, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის დამალული. ძალიან სევდიანი ამბავია, თან მეორეს მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში. სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან. მანამდე ხომ ვითომ გაიაზრეს ძველი შეცდომები, მაგრამ როგორც კი სისუსტე ნახეს ხელისუფლების, ნახეთ როგორ ამბავში ჩავარდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სააკაშვილი თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან" - ალეკო ელისაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო