მოძრაობა „არა ნაციზმს“ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველზე მსვლელობას გამართავს, ლოზუნგით „გვახსოვს 7 ნოემბერი“

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მსვლელობას გამართავს, ლოზუნგით „გვახსოვს 7 ნოემბერი“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო მოძრაობიდან აცნობეს, სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები: შვილმოკლული მშობლები, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებიც ნაციზმის რეანიმაციას ეწინააღმდეგებიან, მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და საბოლოოდ უთხრან უარი მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას.

„ორგანიზაციის „არა ძალადობას!“ დამფუძნებლები, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და 2004 წელს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიმართავენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, ან უთანაგრძნობს მოძრაობას ნაციზმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, მოვიდეს ოპერასთან, რათა ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას, ახალგაზრდების მასობრივ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, ადამიანების წამებას, ელიტარულ კორუფციას, ცილისწამებას და ქონების დატაცებას“, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა