ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის დარბაზი გაიხსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის (1869-1938), სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, დარბაზი თავის დროზე ჰენრიხ ჰრინევსკიმ მოხატა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცეა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. დარბაზის ჭერისა და კედლების უნიკალური მოხატულობა, რომელიც წლებია რესტავრაციას საჭიროებს, საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის ხელისუფლების მხარდაჭერით აღდგა.

დარბაზი მთლიანად განახლდა და მასში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ხელოვნების შესახებ ლიტერატურა, ასევე პოლონურენოვანი გამოცემები დაიდებს ბინას. მოეწყობა სამკითხველო, სადაც ნებისმიერ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

„ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით, ჯადოსნური მოხატულობის დეტალური რესტავრაციით, ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების ბიბლიოთეკა გაიხსნა. შეთანხმების მიხედვით, მალე დანარჩენ სივრცეებსაც განვაახლებთ“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე მარეკ კუხცინსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი ველ სენკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, უცხოეთში პოლონური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ინსტიტუტ „პოლონიკას" დირექტორი დოროტა იანიშევსკა-იაკუბიაკი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო