დონალდ ტრამპმა „დემოკრატებს“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება მიულოცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატებს“ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შუალედურ არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერის ნენსი პელოსის თანაშემწემ დრიუ ჰემილმა განაცხადა.

„ამ საღამოს პრეზიდენტმა ტრამპმა „დემოკრატების“ ლიდერს ნენსი პელოსის დაურეკა. მან მიულოცა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნენსი პელოსის ორ პარტიას შორის თანამშრომლობის მზაობისთვის“, - განაცხადა დრიუ ჰემილმა.

„დემოკრატიულმა პარტიამ” აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ქვეყნის სენატზე კონტროლს კი „რესპუბლიკელები“ ინარჩუნებენ. ასეთია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, „დემოკრატებს“ 238 ადგილის მოპოვება შეუძლიათ წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო „რესპუბლიკელები“ 197 ადგილს მიიღებენ. CNN, NBC და Fox News-ის პროგნოზების თანახმად, „რესპუბლიკური პარტია“ უმრავლესობას ინარჩუნებს აშშ-ს სენატში. პროგნოზების მიხედვით, ისინი ასიდან 52 ადგილს მოიპოვებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა