ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების გაზიარების, აქტუალურ საკითხებზე საჯარო ღონისძიებების გამართვისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიების 7 ნოემბერს გამართვით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ცნობილ ქართველ დიპლომატს, ლევან მიქელაძეს და მის გამორჩეულ მოღვაწეობას ქართული სახელმწიფოს სამსახურში.

მათივე ცნობით, ლევან მიქელაძემ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს საჯაროდ დაგმო ძალადობა და პროტესტის ნიშნად დატოვა შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩისა და ქ.ჟენევაში განლაგებულ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელობა, კვლევითი ინსტიტუტისა და ფონდის წარმომადგენლები, გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ოჯახის წევრები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიის პარალელურად, გაიმართება ლევან მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია. სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს, 2014 წლის 24 აპრილს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი. 2018 წლის მარტში კი კვლევითი კომპონენტის დამატების საფუძველზე, ცენტრი გარდაიქმნა სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად.

ცნობისთვის, ინსტიტუტის მიზანია დიპლომატიური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფითა და ანალიტიკურ-ინფორმაციული ცოდნის გაზიარების გზით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დაფუძნდა 2010 წელს. იგი წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა