თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კენჭისყრაზე ტალიაშვილმა კონგრესის წევრებისგან ხმების უმრავლესობა მიიღო.

თბილისის საკრებულოს ცნობით, კონგრესის 35-ე სესია სტრასბურგში 6-8 ნოემბერს იმართება და მასზე ასევე, კონგრესის პრეზიდენტი და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიეს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი პასუხისმგებელია ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებაზე 47 წევრ ქვეყანაში, ასევე, ამ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „ევროპული ქარტიის“ იმპლემენტაციის შედეგების შეფასებაზე.

კონგრესის მიზანია ევროპის მინისტრთა კომიტეტთან თანამშრომლობის გზით, კონსულტაციებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება ცენტრალურ და ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს შორის. კონგრესი შედგება ადგილობრივ ხელისუფლებათა და რეგიონთა პალატისაგან, მას ჰყავს 324 მუდმივი და ასევე, 324 სათადარიგო წევრი, რომლებიც წარმოადგენენ 2000 მეტ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს.

35 სესიაზე მოხსენებით წარდგება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. საქართველოს დელეგაციის სახელით ასევე, მონაწილეობას იღებენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ტყემალაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე და მცხეთის საკრებულოს წევრი, სევდია უგრეხელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა