პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს, ასევე, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ევროპის უმრავლეს ქვეყნებშიც არ არის.

"გრიპისმაგვარი დაავადებები, ჩვენ რომ გაციებას ვუწოდებთ, ასეთი ვირუსები დადის. მათ შორის, ყოველკვირეულად შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ ამჟამად რა ვირუსებია საქართველოში. ბოლო კვირების განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს: რინო ვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, მეტაპნევმო ვირუსები. ეს სამი ვირუსია წამყვანი ქვეყანაში არსებულ გაციების ვირუსებში. გრიპის ვირუსის გამოჩენას დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით. ჯერჯერობით, ყველა პროგნოზით, გრიპის ვირუსი ცოტა უნდა იყოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რომ გრიპიანი და გაციებული ადამიანი ნაკლებად მივიდეს სამსახურში და უფრო ნაკლებად გაავრცელებს, ასევე, მნიშვნელოვანია დახველებისას ეტიკეტის დაცვაც.

რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, პაატა იმნაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრება, ესენია: დიალიზზე მყოფი პაციენტები, აივ ინფიცირებულები, დიაბეტის მქონე 18 წლამდე ბავშვები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და ორსულები.

იხილეთ ვიდეო: რეკომენდაციები ვირუსებთან დაკავშირებით - რას გვირჩევს პაატა იმნაძე?

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს