დონალდ ტუსკი - ბრიუსელთან კონფლიქტის გამო, პოლონეთი ევროკავშირიდან გამოსვლის ზღვარზეა

ბრიუსელთან კონფლიქტის გამო, პოლონეთი ევროკავშირიდან გამოსვლის ზღვარზეა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიტანულ გამოცემა Express-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან სერიოზული საფრთხე არსებობს იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირიდან გავიდეს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ზღვარზე ბალანსირებს და უბრალო შეცდომით შესაძლოა, მისი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა გამოიწვიოს.

„ვშიშობ, რომ ევროპის მხრიდან ნებისმიერი ფასით პოლონეთის ევროკავშირში წევრობის შენარჩუნების სურვილი გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. ასე რომ, ჩემის აზრით, სიტუაცია ძალიან სერიოზულია“, - აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა, რომელიც წარსულში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელსა და პოლონეთს შორის უთანხმოება სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება. ევროკომისიამ უკმაყოფილება გამოთქვა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რეფორმით. ევროკომისია მიიჩნევს, მიღებული კანონები კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევენ და პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაზე კონტროლის ბერკეტებს ანიჭებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს