თბილისის მერიამ 220 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

ახალი, 8-მეტრიანი, 220 ერთეული ავტობუსის შესაძენად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა, მომავალ წელს თბილისის ავტოპარკს შეემატება 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება ეტაპობრივად მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6 სტანდარტის MAN-ის ავტობუსები. ჩვენ გასულ კვირას ახალი ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე გამოვაცხადეთ, რომელიც იქნება 8-მეტრიანი. მომავალი წლიდან მათი შემოყვანა დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია. ასევე, მომავალ წელს ვაპირებთ 150 ერთეული გაზზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტრო იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა