გია ვოლსკი - 7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა

7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით განუცხადა. ჟურნალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციისა და ამის გამო საზოგადოების უკმაყოფილების შესახებაც დაუსვეს კითხვა. გია ვოლსკის შეფასებით, ეს, ალბათ, სასაყვედუროა, მაგრამ იმ საქმეებსაც უნდა გადავხედოთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში განახორციელა. ვოლსკის თქმით, 6 წლის განმავლობაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.

„7 ნოემბერი არის სადიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებისადმი ჰქონდა, მაგრამ ეს ჩვენი განვლილი ცხოვრების მხოლოდ ერთი სეგმენტი და ერთი ეპიზოდია. ეს არის სიმბოლო ისევე, როგორც ის ყავარჯნებიანი კაცი იქცა 7 ნოემბრის სიმბოლოდ, თორემ ამის მიღმა უამრავი რამ არის, რაც მათ მიერაა ჩადენილი და გაკეთებული. უამრავი ხალხია გაუბედურებული, რომელთა მძიმე მდგომარეობა დღემდე მემკვიდრეობად მოგვყვება.

რაც შეეხება საყვედურებს, ალბათ არის სასაყვედურო, მაგრამ იმ უშველებელი საქმეების ჩამონათვალსაც გადავხედოთ, რაც ამ ბოლო პერიოდში გაკეთდა. ათეულ ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი გინდა სამედიცინო დახმარებით და გინდა თანადგომით, რასაც სხვა სოციალური პროგრამები ჰქვია. თუმცა ეს არ არის საკმარისი. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. შევინარჩუნეთ სტაბილურობა, ქვეყანას, როგორც სატრანზიტო დერეფანს აქვს საგანგებო მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებითაც მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ არის მოპყრობილი. ძალიან დიდ ნაბიჯებია გადადგმული საერთაშორისო დონეზე. ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია კიდევ, მაგრამ ყველაფერი ეს რასაკვირველია, გაფერმკრთალდება, თუკი არ იქნება უფრო მეტი დახმარება საზოგადოების იმ ფენისადმი, რომელიც სიდუხჭირეს განიცდის,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა