ადიგენის მუნიციპალიტეტის უფროსკლასელებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, კომპანიას ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან”აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ჩაუტარდათ ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, უფროსკლასელები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

„ძალიან კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებ, რომ ეს ტური ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება, რადგან ენერგეტიკის განვითარება შეუქცევადი პროცესი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა,“ - აღნიშნა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ქომეთიანმა.

როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აღნიშნულ პროექტს სამი წელია ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა