დავით ჭიჭინაძე ლარის კურსზე - ეს არის ბანკირების შურისძიება, რაც არჩევნებზე აჩვენეს

ეს არის ბანკირების შურისძიება და არჩევნებზე აჩვენეს ეს, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ინტერპრესნიუსს“ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამნაშავეებს ყოველთვის სხვაგან ეძებს.

„ეროვნული ბანკი დამნაშავეებს ყოველთვის ეძებს სხვაგან და არა საკუთარ თავსა და ბანკირებში. მე ვფიქრობ, რომ თუ არ მოხდა ყველა იმ პროცესის საფუძვლიანი შესწავლა, რომელიც ქვეყანაში ბანკების მეშვეობით მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ბანკებია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპანტებზე ვსაუბრობთ და ყველაზე დიდი ოკუპანტები ჩვენს ქვეყანაში ბანკირები არიან. კვირიკაშვილის დროს ბანკირები იყვნენ ძალიან სასათბურე პირობებში, მათ აბსოლუტურად ყველაფერი მიიღეს და როგორც კი გაცხადდა, რომ მათ რაღაცით შეზღუდავდნენ, მათ შური იძიეს და არჩევნებზე აჩვენეს ეს. ხელისუფლებამ უნდა მოუხმოს გონებას და შესაბამისი პასუხი გასცეს ბანკირებს არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო