„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს

„ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა.

როგორც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ევროპული საქარათველო" რეზოლუციის თაობაზე პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდება. ამასთან, კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს გიორგი გახასიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს იბარებს.

„ეს რეკომენდაციები მრავალი მიმართულებითაა, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაცია მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა მალე შესრულდეს, უახლოეს ათ დღეში. პირველი, ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მეორე - ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას. იმ ჩანაწერებმა, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა მართებული იყო. მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება, შემდეგ კი მათ მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვასა და ჩაფარცხვაში. ამ სამ საკითხზე ვითხოვთ შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ პარლამენტში. მანამდე შეასრულონ რეკომენდაცია და შემდეგ უკვე პარლამენტს მოახსენონ, რას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი რეზოლუციის მოკლე შინაარსი, რომელიც დღეს დარეგისტრირდება. უახლოეს დღეებში ამაზე პარლამენტისგან რეაგირებას ველოდებით",- განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო