რომან კაკულია - ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს - ლარის სტაბილიზაცია გრძელვადიანი პერსპექტივაა

ლარის გაუფასურების პროცესში მყისიერი წამალი არ არსებობს - ლარის სტაბილიზაცია არის გრძელვადიანი პერსპექტივა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პროცესში ეროვნული ბანკი, რომლის სამიზნეც ინფლაციაა, მყისიერად ჩაერთვება, როგორც კი ამის საჭიროება დაფიქსირდება და ინფლაციის მხრივ რისკები გაჩნდება.

„ლარის გაუფასურების პროცესში ყოველი პუნქტით ცვლილების დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული განმარტებები ვერ გაკეთდება. ჩვენ ვიცით გრძელვადიანი მოგვარების რეცეპტი რაში მდგომარეობს. ცხადია, აქ საუბარია, რომ გაიზარდოს წარმოების ხვედრითი წილი სწორედ იმ სავალუტო კაპიტალის ფორმირებაში, რომელიც ლარზე ასე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. არსებობს მიმდინარე პროცესი, რომელზეც სიახლეს მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მთავარია, რომ ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს. ის ზუსტად დააფიქსირებს იმ მომენტს, როდესაც მისი ჩარევა გარდაუვალი იქნება, რათა არ მოხდეს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა. საზოგადოება ინფორმირებულია ყველა იმ ძირითადი პარამეტრის შესახებ, რომლითაც ლარის კურსი ფორმირდება. შემიძლია დავადასტურო, რომ აქ გარკვეული მოლოდინი ნამდვილად მონაწილეობს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს მოლოდინი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. თუკი ლარის კურსის შემდგომი რყევა მოხდება, აქ ეროვნული ბანკის ხვედრითი წილი ძალიან დიდია, რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს და მას გააჩნია მზაობა, რომ ისეთი ინტერვენცია გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამო ინფლაციამ სერიოზული დარტყმა არ მიიღოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს