რომან კაკულია - პრობლემების მოგვარებაში რა ხვედრითი წილი ექნება საკადრო პოლიტიკას, ამაზე ჩამოვყალიბდებით

“ქართული ოცნების“ დეპუტატის რომან კაკულიას შეფასებით, საკადრო ცვლილებების გარეშე ფუნდამანტალური ცვლილებები შეუძლებელი იქნება.

ამასთან, დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ვის და რა ფორმით შეიძლება შეეხოს ცვლილებები, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა.

„ძირითადი საკადრო ცვლილებები ყოველთვის გამომდინარეობს იქედან, როცა კარგ ანალიზს აკეთებ და იცი, რაში მდგომარეობდა პრობლემები. პრობლემების მოგვარებაში რა ხვედრითი წილი ექნება საკადრო პოლიტიკას, ამაზე ჩვენ ჩამოვყალიბდებით“, - აღნიშნა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიაში საკადრო ცვლილებები ღიად დააანონსეს და ამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს