თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებს - ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და კიდევ უფრო გააქტიურდება

ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში, - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ სად არის სალომე ზურაბიშვილი, რატომ არ ჩანს და სად და რა ფომით მართავს საარჩევნო კამპანიას.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აქტიურად არის ჩართული კამპანიაში.

„როგორც უკვე ვთქვით, ბევრად აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში და ეს ასეც არის. ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში, გეგმავს და კიდევ უფრო გააქტიურდება. კამპანიაში აქტიური როლი გვაქვს აღებული ჩვენ და სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო გააგრძელებს პროცესებს, რომელიც მიყავდა პირველ ტურამდე. არაფერი სანერვიულო აქ არ არის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო