გიგი უგულავა - 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით

2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.

#ბოდიში

ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი.

#სამწუხაროა

2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.

#წერტილი“, - წერს გიგი უგულავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს