ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტებს - პრეზიდენტის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნის პრეზიდენტი თქვენი მთავარი დესპანი იქნება საერთაშორისო არენაზე

ის, რასაც ყველა ეთანხმება არის ის, რომ საჭიროა სტაბილური და სანდო სასამართლო სისტემის ქონა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ასევე უცხოური ინვესტორებისთვის, ვინაიდან ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც ნემისმიერი უცხოელი ინვესტორი დასვამს, იქნება ის, თუ რამდენად დაცული იქნება მისი ინვესტიციები ღია, გამჭვირვალე და ნათელი პროცედურების ფარგლებში. 21 ნოემბერს ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის საკითხი იქნება განხილული“, - განაცხადა მან.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ასევე შეეხო საარჩევნო კამპანიას და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში მეტი ყურადღება იქნება გამახვილებული ხედვებზე და არა ნეგატივზე.

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი. რაც შევნიშნეთ იყო ნეგატიური კამპანია და ყურადღება არ იყო გამახვილებული პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვებზე. მე მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნის პრეზიდენტი თქვენი მთავარი დესპანი იქნება საერთაშორისო არენაზე. იმედია, მეორე ტურში ყურადღება უფრო მეტად იქნება გამახვილებული ხედვებზე და არა ნეგატივზე“, - დასძინა კარლ ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტებს - პრეზიდენტის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნის პრეზიდენტი თქვენი მთავარი დესპანი იქნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა