ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანი არის მეორე ტურში გამარჯვება და ამისთვის ყველაფერი კეთდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა საჯარო შეხვედრებში დაგეგმილია და აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩანს საპრეზიდენტო კანდიდატი ღიად.

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები, იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველანი ერთად ვნახავთ, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მთავარი მიზანი არის მეორე ტურში გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამისთვის. ყველა რესურსი არის მობილიზებული და რა თქმა უნდა ამის შედეგებს იხილავს თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი და რა თქმა უნდა ეს იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა