ზაზა გაბუნია - ძლიერი პასუხი სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას" და ჩვენ ამ პასუხს გავცემთ მათ

ძლიერი პასუხი სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ ამ პასუხს გავცემთ მათ და თუ საჭირო იქნება გავმართავთ ბევრ კონსულტაციას, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფება.

„კონსულტაციების წინასწარ განსაზღვრული საკითხი არსებობს, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ასევე არსებობს ყოველდღიური საჭიროება იმისა, რომ ამ ვითარებაში, როცა წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანა- მეორე ტურის პირობებში დავაფიქსიროთ ხალხთან ერთად როგორც არჩევანი, ასევე გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია მკაფიოდ და უარი ვუთხრათ იმ წარსულის მძიმე აჩრდილებს, რომელიც ცდილობს საქართველოში გარკვეული დასაყრდენები შეიქმნას. ამას სჭირდება ძლიერი პასუხი ხალხისგან. ჩვენ ამ პასუხს გავცემთ „ნაციონალურ მოძრაობას" და თუ საჭირო იქნება გავმართავთ ბევრ კონსულტაციას",- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ გამოყოფს ე.წ. ძველ და ახალ გვარდიელებს და აღნიშნავს, რომ გუნდისთვის ყველა ღირებულია.

„პარტიის თავმჯდომარის მხრიდან და ჩვენი გუნდის სხვა წევრებისგან, რომელსაც ბოლო ხანებში აქვს მედიასთან კომუნიკაცია, საზოგადოებამ შეიტყო, რომ „ქართული ოცნება" მზად არის იმ დაკვეთის მიხედვით იმოქმედოს, რაც აქვს ხალხს მმართველი პარტიის მიმართ. ე.წ. ძველი და ახალი გვარდია არის ერთნაირად ფასეული და ღირებული ჩვენთვის",- განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს