შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მისასვლელად მზადაა

შს მინისტრი გიორგი გახარია ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ევროპული საქართველოს“ მიერ გახარიას პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „ევროპული საქართველო“ შს მინისტრის პარლამენტში მისვლას 31 ოქტომბრამდე ითხოვდა, მაგრამ საარჩევნო პერიოდი იყო და გახარიამ მისვლა ვერ მოახერხა.

„შს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებულ წერილს, სამინისტროდან პასუხი გაეგზავნა. „ევროპული საქართველო“ 31 ოქრომბრამდე ითხოვდა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას, თუმცა, საარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ამიტომ ვეღარ მოახერხა მისვლა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარია პარლამენტში მისასვლელად მზადაა - შს მინისტრის პასუხი "ევროპულ საქართველოს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო