ირაკლი კობახიძე - როდესაც “ევროპული საქართველოს“ წევრები 7 ნოემბერს ასეთი ულტიმატუმებით გამოდიან, სწორი საქციელი არ არის

როდესაც “ევროპული საქართველოს“ წევრები 7 ნოემბერს ასეთი ულტიმატუმებით გამოდიან, ეს სწორი საქციელი არ არის, - ასეთი იყო პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე ”ევროპული საქართველოს“ მიერ შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების თაობაზე.

“ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმად, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა.

როგორც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ევროპული საქართველო" რეზოლუციის თაობაზე პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდება. ამასთან, კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს იბარებს.

“ეს რეკომენდაციები მრავალი მიმართულებითაა, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაცია მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა მალე შესრულდეს, უახლოეს ათ დღეში. პირველი, ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მეორე - ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას. იმ ჩანაწერებმა, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა მართებული იყო. მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება, შემდეგ კი მათ მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვასა და ჩაფარცხვაში. ამ სამ საკითხზე ვითხოვთ შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ პარლამენტში. მანამდე შეასრულონ რეკომენდაცია და შემდეგ უკვე პარლამენტს მოახსენონ, რას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი რეზოლუციის მოკლე შინაარსი, რომელიც დღეს დარეგისტრირდება. უახლოეს დღეებში ამაზე პარლამენტისგან რეაგირებას ველოდებით",- განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა