კახა კალაძე გრიგოლ ვაშაძეზე - არაორდინალური სიტუაცია გვაქვს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი 100 000 კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას ჰპირდება ხალხს

ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ 100 000 კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას ჰპირდება ხალხს, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს. კალაძის შეფასებით, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ერთკვირიანი მასკარადი „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომდა კონსტრუქციულ გეგმებზე.

„მან პრაქტიკულად ჩვენება მისცა „დოიჩე ველეს“ და კვლავ ღიად დააფიქსირა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ 100 000 კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობის დაწყებას პირდება ხალხს. ყველასთვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს 7 ნოემბრის ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართველ ხალხთან ერთად იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში არასდროს განხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც ისაუბრა.

"სრული სისულელეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილება არ აქვს. პრეზიდენტი მთავარსარდალია, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელია. მას ვეტოს უფლება აქვს, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლებამოსილება აქვს, შეწყალების უფლება აქვს და სხვა კიდევ ბევრი რამე. ვერავინ ვერ შემაკავებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისგან. როდესაც ჩემს 50 ან 100 ათასს თანამოქალაქეს მოვუწოდებ გარეთ გამოსვლისკენ და ისინი ჩემს პროტესტს შემოუერთდებიან, ვინ შესძლებს ამის შეკავებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს", - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე გრიგოლ ვაშაძეზე - არაორდინალური სიტუაცია გვაქვს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი 100 000 კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას ჰპირდება ხალხს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა