დავით მაღრაძე - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ღირსების ხმა გაისმა - გულგატეხილი ხალხი, არ მოვიდა

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ღირსების ხმა გაისმა, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხში კი არ უნდა ეძებოს მხარდამჭერები, არამედ თვითონ გახდეს ხალხის მხარდამჭერი.

„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ღირსების ხმა გაისმა. გულგატეხილი ხალხი, არ მოვიდა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენს მმართველ პარტიაში ჩათვალეს - ხალხმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აღკვეთა მანიაკალური ხელისუფლების პარპაში საქართველოში და როგორც მაშინ ბიძინა ივანიშვილმა დაუჭირა მხარი ჩვენს მოძრაობას, კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ბრძოლა ივანიშვილს არ უსწავლებია - ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა. ეს არ იყო ერთი კაცის გარშემო შექმნილი გაერთიანება, ეს იყო მოსახლეობის ხმა, პროტესტი ძალადობისა და უმსგავსობის მიმართ, რომელსაც შემოუერთდა ივანიშვილი. ახლა კი ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შემოუერთდეს ჩვენს გულისთქმას. კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდით, ჩვენში კი ნუ ეძებთ მხარდამჭერებს, თქვენ უნდა გახდეთ ჩვენი მხარდამჭერები“, - განაცხადა მაღრაძემ.

მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთი კარგი რამ მოხდა.

„გაპრეზიდენტების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ვალში არსებულ ხელისუფლებასთან. მოსახლეობა გაიყვანს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად და მხოლოდ საკუთარი მშობელი ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ეს კი გახდება სათავე იმისა, რომ პრეზიდენტის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალი იქნება. ეს იქნება ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი და მიღწევა“, - აღნიშნა მაღრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო