რომან გოცირიძე - რუსთაველის გამზირზე 150 საკანი რომ ჩავდგათ, 3 თვე გზა გადავკეტოთ, ერთ-ერთ ტელევიზიაში „გრეჩიხას“ ღაღადების ნაცვლად “ვერმიშელი“ დავსვათ, რა ზომებს მიმართავთ?

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ერთი ხუხულა კარვის დადგმა აუკრძალეს და თავზე ცელოფნის პარკი ჩამოახიეს - თურმე ყინვიან და წვიმიან ამინდში პარლამენტის წინ ერთი პატარა კარვის ჩადგმა არ შეიძლება, მაგრამ რას გვიზამთ 150 საკანი რომ ჩავდგათ?! - ასე მიმართავს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები, პირველ რიგში, მომავალი ხელისუფლებისთვის უნდა ყოფილიყო კარგი გაკვეთილი.

„სწორედ ამიტომ ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას - ახლა რუსთაველის გამზირზე 150 საკანი რომ ჩავდგათ, სამი თვე გზა რომ გადავკეტოთ, საკანი ერთ-ერთ ტელევიზიაში ჩავდგათ და იქ თუ “გრეჩიხა“ ღაღადებდა და ჩვენ “ვერმიშელი“ დავსვათ მოღაღადედ, საზოგადოებას მოვუწოდოთ სახელისუფლების დამხობისკენ, რა ზომებს მიმართავთ?! გამოიყენებთ თუ არა არაპროპორციულ ძალას? ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ გამოიყენებს, დაგვარბევს, რადგან გადამალული გვაქვს საბურავები. არ გვაქვს საბურავები - კარვები გვაქვს გადანახული!“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო: რომან გოცირიძე - რუსთაველის გამზირზე 150 საკანი რომ ჩავდგათ, და "გრეჩიხას" ღაღადების ნაცვლად "ვერმიშელი" დავსვათ, რა ზომებს მიმართავთ?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო