კობა დავითაშვილი  - „ნაცმოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და აგრძელებენ ჯალათობას, ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და აგრძელებენ ჯალათობას, ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

მისივე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ნაწილობრივ ხელისუფლებაში იმყოფება.

„ჟურნალისტები მეკითხებიან, რა მოთხოვნა მაქვს. მინდა გითხრათ, რომ მე მოთხოვნა არ მაქვს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაუშვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ციხეში კი არ ზის, არამედ გვემუქრება რევანშით, ახალი 7 ნოემბრით, ახალი 26 მაისით, ახალი ძალადობით და ახალი მკვლელობებით. ეს ამ ხელისუფლების სინდისზეა და მე მათ მიმართ არ მაქვს არანაირი მოთხოვნა. მე მაქვს მტკიცე გადაწყვეტილება და ნება - პირადად მე თქვენთან ერთად არ დავუშვებ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხელისუფლებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან და აგრძელებენ ჯალათობას. ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი, რომელიც იყო პროკურორი 26 მაისის საქმეზე და იმას კი არ იძიებდა, როგორ გაუსწორდნენ ხალხს, არამედ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათგან ჩვენებები გამოეძალა. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა, შემდეგ კი მან გააკეთა ის, რასაც მუდმივად აკეთებდა - როდესაც ოჯახისთვის და შვილისთვის დასჭირდა, ხელი დააფარა, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა და აღმოვჩნდით უცნაურ მდგომარეობაში - საკუთარი პროკურორის დანაშაულებრივი საქმიანობის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა