გიორგი ქობულია სინგაპურის პორტის და პორტის ოპერაციების მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურის პორტის და პორტის ოპერაციების მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ქობულიას პორტში ვიზიტისას სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ტანმა უმასპინძლა, მანვე გააცნო პორტის მუშაობის დეტალები.

„მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა გვემასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, გიორგი ქობულიასთვის. ორი თვის წინ პატივი მქონდა დავსწრებოდი ბათუმის საზღვაო ფორუმს, სადაც ახალი მეგობრები შევიძინეთ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მისი პორტებისა და ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით და ეს ყოველთვის კარგი საფუძველია მყარი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად“, - დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ LinkedIn - ის გვერდზე ენდრიუ ტანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ქობულია ახალი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს