საზოგადოების ნაწილი არჩევნების წინა დღეს თბილისში მასშტაბური შეკრების გამართვას გეგმავს

არჩევნების წინა დღეს თბილისში, დიდი მსვლელობით საბოლოოდ ვეტყვით უარს თანამედროვე მოდიფიკაციის ბოლშევიზმს საქართველოში, - ამის შესახებ კოკა გუნცაძემ განაცხადა აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“, რომელიც მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ არის ორგანიზებული.

მისი თქმით, ყველა იმ ქალაქში მოხდება ამომრჩევლის მობილიზება, სადაც პირველ ტურში პრობლემები შეიქმნა.

„ჩვენ სრული მობილიზაცია გამოვაცხადეთ. ჩავალთ ყველა დიდ ქალაქში, სადაც პირველ ტურში გარკვეული პრობლემები იქნა. ყველა დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თელავში გორში, რუსთავში და ამ ბოროტებას საბოლოოდ გადავტეხავთ წელში. ეს იქნება გარდაუვალი. ჩვენ ყველგან გავხსნით ოფისებს, ზოგან უკვე გვაქვს, სადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ იმუშავებენ ხალხის მობილიზაციაზე. საბოლოოდ, არჩევნების წინა დღეს შევიკრიბებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე და დიდი მსვლელობით საბოლოოდ ვეტყვით უარს თანამედროვე მოდიფიკაციის ბოლშევიზმს საქართველოში“, - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

იხილეთ ვიდეო: "არა ნაციონალურ მოძრაობას!" - საზოგადოების ნაწილი არჩევნების წინა დღეს შეკრებას გეგმავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა