„საქართველოს ბანკის“ BOG Fintech-ის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi იმართება

„საქართველოს ბანკის“, BOG Fintech-ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობს მონაცემებთან ან დაინტერესებულნი არიან მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებით.

„სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს სტუმრობენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Facebook, Amazon, TransferWise, Zalando და 30 სხვა კომპანიიდან. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ჩატარებულ კონფერენციას ესწრება სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მონაწილე. მათ შორის, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.

წლევანდელი ფესტივალი 6 ძირითად თემას მოიცავს. ესენია: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება; მონაცემთა ჟურნალისტიკა; ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები; მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში; ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, მონაწილეებმა პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლები მოისმინეს, მეორე დღეს კი თემატური სემინარები გაიმართება. მესამე დღე დაეთმობა datathon-ებზე პრაქტიკაში გასატარებელ იმ ცოდნას, რაც მონაწილეებმა პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა