ია მეტრეველი -  „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საფრთხე შეიქმნა

რუსთაველის გამზირზე, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ მართავს.

2004 წელს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველის განცხადებით, დღეს ყველა ის ადამიანი უნდა გამოვიდეს და მათ გვერდით დადგეს, ვისაც არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

"დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე სააკაშვილის რეჟიმის. ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის ბედზე, მოვუწოდებთ, გამოვიდეს ქუჩაში. საფრთხე შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების. დღეს გვინდა გაიხსენოს საზოგადოებამ თუ რა გამოვიარეთ სააკაშვილის მმართველობის დროს. ამასთან, აუცილებელია მეორე ტურში ყველა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ ამ აქციებს გავაგრძელებთ საქართველოს ყველა რაიონში და ვეტყვით, რომ იმ ბოროტი ძალის დაბრუნება არ შეიძლება", - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები გაივლიან იმ ადგილებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის მონაწილეების დარბევა მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა