პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - არ მგონია, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა საარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს

არ მგონია, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა უკავშირდებოდეს საარჩევნო პერიოდს. თუკი ხელისუფლება შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამით ხომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე აფასებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხელისუფლება ითვალისწინებს ეკლესიის დამოკიდებულებას და ეკლესიის დამოკიდებულება არასდროს არის თვითმიზანი. ეკლესიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მარიხუანას კულტივირება იქნება საზიანო მთელი ქვეყნისთვის. მთავრობამ, ეს რა თქმა უნდა, გაითვალისწინა და გადაწყვიტა, რომ გაიწვიოს ეს კანონპროექტი. ეს ღირსეული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მთავრობის ეს გადაწყვეტილება საარჩევნო პერიოდს, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პასუხობს, რომ მას ასე არ მიაჩნია.

„არ მგონია ეს უკავშირდებოდეს საარჩევნო პერიოდს. რატომ? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ გაიტანს ამ კანონპროექტს განუსაზღვრელი ვადით და ის ამას აღარ დაუბრუნდება, თუკი შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამით ხომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს მხოლოდ იმის გამო იყოს გაკეთებული, რომ არჩევნების წინა პერიოდია. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოხდა გაცნობიერება იმისა, რომ ეს ნამდვილად საზიანოა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის“,- განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

იხილეთ ვიდეო: პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე "ქართული ოცნების" ოფისში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა