თორნიკე შარაშენიძე კვირიკაშვილის განცხადებაზე - თუ ფასეულობების გადარჩენა უნდა, დაბრუნდეს და ლარი გადაარჩინოს

თუ კვირიკაშვილს ფასეულობების გადარჩენა სურს, დაბრუნდეს და ლარი გადაარჩინოს, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

„თუ გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ ის ფასეულობები, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი, გადასარჩენია, დაბრუნდეს და გადაარჩინოს, ლარი გაამყაროს. მისი პრემიერობის დროს ლარი უფრო მყარი იყო. საერთოდ, ფასეულობები დგას მატერიალზე - ჯერ კუჭი, მერე ფასეულობა. ასეთი იქნება ჩემი რჩევა. იმ ფასეულობების გადარჩენაში წვლილის შეტანა თუ უნდა, გადაარჩინოს ლარი. ხალხი იხოცება შიმშილით, ფასეულობებს კი ვერ შეჭამენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას“, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი.

„მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე - ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და რა თქმა უნდა - სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში და გადასარჩენია მუდმივად და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში და არ დაიღლება ჩემშიც, ვიდრე სული მიდგას“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა