სალომე ზურაბიშვილი - სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია

სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოსახლეობის დასაცავად და საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად საქართველომ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა დაიწყოს.

„სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად.

ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს. დღეს დილით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა სატვირთო ავტომანქანებით მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა