სერ ალან დუნკანი - საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში სამაგალითოა

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი 8 ნოემბერს თბილისს ეწვევა და საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ დიალოგს გახსნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის.

„წლევანდელი უორდროპის სტრატეგიული დიალოგი გამორჩეულია, ვინაიდან წელს საქართველოს ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება - 100 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან და 10 წელი საქართველო-რუსეთის კონფლიქტიდან. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები საუკეთესო ფაზაშია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საელჩოში აცხადებენ, დიალოგი მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ საუბარი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზე და იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს.

„წლევანდელი უორდროპის სტრატეგიული დიალოგი ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მექნება სხვადასხვა საკითხზე და საერთო ინტერესებზე ვისაუბრო საქართველოს პრემიერ მინისტრ ბატონ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ დავით ზალკალიანთან“, - განაცხადა ვიზიტზე საუბრისას სერ ალან დუნკანმა.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას. „რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის ფონზე, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. ამ წლის დასაწყისში სოლსბერიში მომხდარი გაუგონარი შეტევის შემდეგ, საქართველომ მყისიერი და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს და ჩვენ ამისთვის მადლობელები ვართ. საქართველო არის რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამაგალითო რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით საქართველოს რეფორმების ამბიციურ პროგრამას. რეფორმების ამ გზაზე საქართველომ უნდა მოახერხოს თავისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება და სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდიდან ყოველწლიურად 4 მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი ამ რეფორმების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა სერ ალან დუნკანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა