ოლეგ იაძე - რუსი ოლიგარქიო, რომ ამბობენ, კი მაგრამ 2 მილიარდ 800 მილიონი აქვს ივანიშვილს დახარჯული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე, მაშინ ამერიკული ფული იყო ეს?!

2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ოთარ ფარცხალაძე შიდა ქართლში ფინანსური პოლიციის უფროსად მუშაობდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას კასპის ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არსებობს ღირებულებები, რადგან თუ ოთარ ფარცხალაძე დამნაშავე იყო, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო ამ თანამდებობაზე. „ახლა რომ ამბობენ ოთარ ფარცხალაძე ასეთი და ისეთიაო, თუ ოთარ ფარცხალაძე ბოტასების ქურდი იყო, ქურდი 2012 წლის შემდეგ გახდა?! 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფარცხალაძე მუშაობდა ჩვენთან, შიდა ქართლში, ფინანსური პოლიციის უფროსად.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ღირებულებები არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქიო ამბობენ, კი მაგრამ 2 მილიარდ 800 მილიონი აქვს ივანიშვილს დახარჯული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე, მაშინ ამერიკული ფული იყო ეს?!“, - განაცხადა ოლეგ იაძემ.

იხილეთ ვიდეო: თუ ფარცხალაძე ბოტასების ქურდი იყო,"ნაციონალების" დროს შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსად როგორ მუშაობდა?! - ოლეგ იაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა