დონალდ ტრამპთან ბრიფინგზე შელაპარაკების შემდეგ, CNN-ის კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუჩერეს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბრიფინგზე შელაპარაკების შემდეგ, ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუჩერეს.

„პრეზიდენტ ტრამპს სჯერა თავისუფალი პრესის და მიესალმება მწვავე კითხვებს, თუმცა, ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ჟურნალისტი ეხებოდეს გოგონას, რომელიც, როგორც თეთრი სახლის სტაჟიორი, უბრალოდ თავისი მოვალეობის შესრულებას ცდილობს. დღევანდელი ინციდენტის შედეგად თეთრი სახლი შეაჩერებს ამ ინციდენტში ჩართული ჟურნალისტის აკრედიტაციას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის დროს CNN-ის კორესპონდენტმა ჯიმ აკოსტამ დონალდ ტრამპს მიგრანტებზე კითხვა დაუსვა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც აკოსტამ განაგრძო დამაზუსტებელი კითხვების დასმა. აღნიშნულის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ აღარ გასცემს პასუხს მის კითხვებს, თუმცა CNN-ის კორესპონდენტი განაგრძობდა კითხვების დასმას.

ამ დროს ჟურნალისტს თეთრი სახლის სტაჟიორი გოგონა მიუახლოვდა, რათა მიკროფონი გამოერთმია, თუმცა ჯიმ აკოსტამ მას ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს „უხეში და საშინელი ადამიანი“ უწოდა.

თავის მხრივ, ტელეკომპანია CNN აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა. ტელეკომპანიაში აღნიშნეს, რომ „პრეზიდენტი პრესაზე თავდასხმებით ძალიან შორს წავიდა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა