ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კოლეგებს ადვოკატთა დღეს ულოცავს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კოლეგებს ადვოკატთა დღეს ულოცავს. „ძვირფასო კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, 8 ნოემბერს საქართველოში ადვოკატთა დღეს აღვნიშნავთ!

ამ დღის სიმბოლური მნიშვნელობის უკან დგას მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა და დიდი წვლილი, რომელიც ჩვენმა პროფესიამ შეიტანა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩვენი თანამოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

2005 წლიდან საქართველოში ადვოკატის პროფესიის განვითარების არსებითად ახალი ეტაპი დაიწყო, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შექმნაში გამოიხატა. იყო უამრავი სირთულე, რომელსაც ჩენი პროფესია ღირსეულად გაუმკლავდა.

დღეს ჩვენ წინაშე ახალი გამოწვევები დგას. ჩვენი მიზანია, რომ ადვოკატის პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასდეს და გამოირჩეოდეს ჩვენი საერთო პროფესიის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობით.

მსურს თითოეულ ადვოკატს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - ნათქვამია ასათიანის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა