დონალდ ტრამპი - ობამას რეჟიმმა დაუშვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცება

ობამას რეჟიმმა დაუშვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცება, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთთან ურთიერთობებზე დასმულ კითხვაზე, დონალდ ტრამპმა ივლისში, ჰელსინკიში პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„მე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ბევრი რამე განვიხილეთ: სირია, უსაფრთხოება, უკრაინაში არსებული ვითარება. იმ ფაქტზეც ვისაუბრე, რომ პრეზიდენტმა ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის მიტაცება“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

როდესაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს უთხრა, რომ „ყირიმის ანექსირება პრეზიდენტმა პუტინმა მოახდინა“, დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ობამას რეჟიმი იყო. „ეს ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ დაუშვა ეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო