სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

ორდღიანი ღონისძიების მიზანია ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორისაა, შემდეგი საკითხები: - საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციებისას და სასამართლოში წარმომადგენლობისას; არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები; პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა; განგრძობადი იურიდიული დახმარების საუკეთესო პრაქტიკა და მოდელები; ადვოკატთა ასოციაციების როლი პრო ბონო სერვისების განვითარებაში; ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში.

"ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საქართველოში იურიდიული პროფესია იმ დონეზე გაძლიერდეს, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ნდობა დაიბრუნოს და ადვოკატებმა ამ სისტემაში განსაკუთრებული როლი ითამაშონ. სამწუხაროდ, მართლმსაჯულების სფეროში მთავარი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ნდობა. მართლმსაჯულების სისტემას სათანადო ნდობა არა აქვს და კარგად ვაცნობიერებთ ადვოკატების როლს ამ პროცესში",- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ადვოკატები 11 ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის 7 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა