მაია ცქიტიშვილი - ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მხარდაჭერას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ანდერს კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ უაღრესად დადებითი ანგარიშის და კონგრესის რეკომენდაციების შესახებ. მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესს გაწეული შრომისთვის, წლების განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და იმ სამართლიანი და დადებითი შფასებისთვის, რომელიც კონგრესის მონიტორინგის ჯგუფმა გააკეთა 2018 წლის აპრილში ვიზიტის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში.

„ზოგადად, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, ძალიან მაღალი ინტერესია ჩვენი რეფორმების მიმართ. ჩვენ დღესაც გვქონდა საუბარი კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან იმ პრობლემებზე, რომლებიც ოკუპირებულ და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზეც არის. ჩვენ მუდმივად ვიღებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ამ საკითხებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ აირჩიეს, დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმების და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მხარდაჭერას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მონაწილეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა