დავით გაბაიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„დღეს ძალზე მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელთა - ადვოკატთა პროფესიული დღეა. ეს გახლავთ საქმიანობა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება.

ჩემთვის, როგორც ყოფილი ადვოკატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლისათვის ეს პროფესია ძალზე მნიშვნელოვანია. ადვოკატთა პროფესიული დღის დაწესება ჩვენს ქვეყანაში სწორედ ამ ასოციაციის ინიციატივაა და იგი 2011 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი კი სიმბოლურად ერის მამის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება სამართალსა და სამართლიანობას ემსახურებოდა.

ადვოკატს კონსტიტუცია იცავს, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში კიდევ უფრო გაზრდილია მათი უფლებები და დამოუკიდებლობის ხარისხი. გილოცავთ ამ დღეს კოლეგებო და წარმატებებს გისურვებთ“, - ნათქვამია გაბაიძის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა