კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ჰელსინკში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრის საკითხს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი გუნდია და საზოგადოებამ ორივე პარტია ერთიან კონტექსტში უნდა ახსენოს.

„თანამოაზრეები არა, ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი" - კახა კალაძის შეფასება სააკაშვილი-უგულავას შეხვედრაზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა