კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ყოველთვის ვსაუბრობდი იმაზე, რაც კარგი ხდებოდა ქვეყანაში

მე ჩემი დამოკიდებულება არასდროს შემიცვლია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ყოველთვის ვამბობდი იმაზე, რაც კარგი ხდებოდა ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას რატომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

კახი კალაძის განმარტებით, ის დამოკიდებულებას არასდროს იცვლის და საუბრობს იმაზე, რაც რეალურია.

„მე ჩემი დამოკიდებულება არასდროს შემიცვლია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ყოველთვის ვამბობდი იმაზე, რაც კარგი ხდებოდა ქვეყანაში. ყოველთვის ვამბობდი იმას და ახლაც ვამბობ, რაც არ მომწონს. ეს არის ჩვენი დიდი განსხვავება. მე არასდროს გამოვსულვარ ვიწროპარტიული ინტერესებიდან, არც მაშინ და არც დღეს. მე, როდესაც მხარს ვუჭერდი, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდებოდა. გარკვეული მიმართულებებით განხორციელდა ცვლილებები, რაზეც მე ვსაუბრობდი. ასევე, მე ვსაუბრობდი იმაზე, რაც არ მომწონდა, რაც მტკივნეული იყო პირადად ჩემთვის, ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს