საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.

ბიუჯეტის პროექტი დაკორექტირებულია როგორც საგადასახადო შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია, ასევე მთავრობა გრანტების ნაწილში დამატებით რესურსს ელოდება.

მისივე თქმით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია დეპუტატების შენიშვნები და წინადადებები და ასევე ასახულია ბავშვებთან დაკავშირებული ახალი სახელმწიფო პროგრამა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მომავალ კვირას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს, რის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტი მთავრობას უკან დაუბრუნდება შემდგომი გადამუშავების მიზნით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა