ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა

ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

კაკაურიძის შეფასებით, ტყუილი და აბსურდია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება პენსიის ოდენობის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.

„პენსიის 400 ლარამდე გაზრდის რესურსი ბიუჯეტში არ არსებობს. ეს არის არარეალური და აბსურდული დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ვკითხოთ, თავადაც არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019 ან 2020 წლისათვის აპირებენ“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა