ფინანსთა მინისტრის მოადგილე - არ ვიცი, რამდენად კავშირშია ლარის კურსთან საარჩევნო პერიოდი, თუმცა, მოლოდინების ფორმირებაზე მათ შორის საარჩევნო პროცესიც მოქმედებს

მოლოდინია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც იმოქმედა ლარის იმაზე მეტად გაუფასურებაზე, ვიდრე უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

კაკაურიძის განმარტებით, მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება.

მისივე განცხადებით, ამ პროცესში ჩარევა ვერ მოხდება, რადგან არასდროს მოკლევადიან ჩარევას კარგი ეფექტი არ მოაქვს და შეიძლება ეს უარესადაც აისახოს.

„ლარის კურსთან დაკავშირებით სხვადასხვა მიზეზი გვესმის. ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს, არის ექსპორტ-იმპორტის ზრდა, მაჩვენებლები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ ამ მხრივ კარგი პოზიციები გვაქვს. გაცვლითი კურსის დღევანდელი მდგომარეობა არის უფრო მაღალი, ვიდრე უნდა იყოს. გაუფასურება არის მეტი, ვიდრე უნდა ყოფილიყო არსებული მაკროეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. მცურავი კურსის დროს რყევები ხდება ხოლმე. არ ვიცი, რამდენად კავშირშია ამასთან საარჩევნო პერიოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინების ფორმირებაზე მათ შორის საარჩევნო პროცესიც მოქმედებს და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კაკაურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა