ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

„ამ თანამდებობაზე საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა ის ბრწყინვალე შედეგი, რასაც საქართველომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში მიაღწია“, - განაცხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IFC-ის შორის თანამშრომლობის პერსპექტივას. მხარეებმა კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხები, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

„საქართველოში ჩემი, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტის, პირველი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გახლდათ საქართველოსთვის, ფინანსთა მინისტრისთვის მიმელოცა საქართველოს ბრწყინვალე შედეგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის კვლევის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში, სადაც თქვენმა ქვეყანამ მე-6 ადგილი დაიკავა. ეს ნამდვილად არის დასტური იმისა, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია – საქართველო არის წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა, სადაც მარტივია ბიზნესის კეთება, მათ შორის, მცირე ბიზნესისთვის, რაც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საფინანსო სისტემის მდგრადობისთვის. როგორც იცით, IFC-ის შეუძლია განიხილოს ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ასევე, ვისაუბრეთ ბლოქჩეინ ტექნოლოგიებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს ინოვაციების ცენტრი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მიზანია, დაგეგმილი რეფორმების შედეგად გადავიდეს „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგის ხუთეულში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წლებშიც IFC-სთან გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა.

შეხვედრას IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი დაესწრო.

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია და ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა