თამარ ტალიაშვილი - განსაკუთრებული მხარდაჭერა დაიმსახურა ევროსაბჭოს სასესიო სხდომაზე მოწვეულმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სასესიო სხდომაზე მოწვეულმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებული მხარდაჭერა დაიმსახურა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომლის კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა მიმდინარე რეფორმებზე, იმ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებას, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო გაძლიერებას. მთლიანად ის მხარდაჭერა და განწყობა, რომელსაც ევროსაბჭოს ქვეყნები ავლენენ საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა მათი მხარდაჭერისა და ზოგადად, საქართველოს ევროპული გზის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა თბილისის საკრებულოს წევრმა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად კონგრესმა მიიწვია.

სამინისტროს განცხადებით, ვიცე-პრემიერი, როგორც ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმის მაკოორდინირებელი რგოლის ხელმძღვანელი გამოეხმაურა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მიერ საქართველოში 2018 წლის აპრილში გამართული ვიზიტის შედეგების საფუძველზე შემუშავებულ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ ანგარიშს და კონგრესს სიტყვით მიმართა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი პასუხისმგებელია ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებაზე 47 წევრ ქვეყანაში. ასევე, ამ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ „ევროპული ქარტიის“ იმპლემენტაციის შედეგების შეფასებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო